სალ კლდეებზე მონავარდე - აღმოსავლეთ კავკასიურ ჯიხვი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.
ჯიხვები ჯოგებად ცხოვრობენ, ბალახობის დროს ერთ-ერთი აუცილებლად სადარაჯოზე დგას, დანარჩენები კი მშვიდად ძოვენ. ასევე, შეთანხმებულად იქცევიან დასვენების დროსაც. ასეთი უსაფრთხოების დაცვის მაღალი სტანდარტის გამო ძალიან რთულია მათი ობიექტივსა თუ თვალთახედვის არეში მოხვედრა.
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო