"ჩვენ არ დავტოვებთ გუნდს, პირიქით უფრო გაორმაგებულად და მეტი შემართებით გავაგრძელებთ"- არჩილ ბერიძე 

02 ნოემბერი 2019, 14:31 2474 ნახვა

"ჩვენ არ დავტოვებთ გუნდს, პირიქით უფრო გაორმაგებულად და მეტი შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას,"- ბათუმის „დინამოს“ მფლობელი არჩილ ბერიძე ასე გამოეხმაურა სტატუსს, რომელიც გუშინ, 1 ნოემბერს, კლუბის წაგების შემდეგ, „დინამოს“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ბათუმის დინამოს მფლობელმა, გუნდის დატოვება გადაიფიქრა. არჩილ ბერიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნული დაადასტურა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

"ეგ იყო უბრალოდ ჩემი და ადმინის შეუთანხმებელი პოზიცია, ჩემი აღელვების ფონზე, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ გუნდს, პირიქით, უფრო გაორმაგებულად და მეტი შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას, დიდი პროექტები გვაქვს წინ, ძალიან დიდი ვალდებულება გვაქვს აღებული არა მარტო კლუბის წინაშე, არამედ მთლიანად ბათუმის წინაშე. ჩვენ ვიცით ეს არ მოსულა ერთი დღის, ორი დღის მუშაობის შედეგად, ჩვენ ბევრი დრო შევალიეთ,“- განაცხადა არჩილ ბერიძემ.

კლუბის მფლობელის თქმით, გუშინ გამართულ მატჩი, მსაჯმა ''დინამოს'' დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა. არ დადო 11 მეტრიანი და სტადიონიდან არ გააძევა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი.

"არ გავაკეთებთ იმას, რომ ვიღაც არამზადას გადავაყოლოთ მთელი პროექტი და დაწყებული საქმე. ეგ არ არის მხოლოდ ბათუმი „დინამოს“ პრობლემა, ეგ არის ქართული ფეხბურთის პრობლემა. ამას უნდა ებრძოლოს თავიდან ბოლომდე ყველა, ერთხელ და სამუდამოდ, ჩემს და ჩემნაირ ადამიანებს რომ აზრი ქონდეს ფეხბურთში დაბრუნების. მე არ ვიცი ვის ინტერესში შედიოდა, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ შედიოდა ფედერაციის ინტერესებში. თქვენ აქ გგონიათ, რომ ვიღაცა მივიდა ფედერაციიდან და დაავალა კიკაჩეიშვილს, რომ იცი რა წააქციე ბათუმის „დინამო“, არ ამოუდგე მხარში, გაანადგურე... არა ეგ არ ყოფილა და არც იქნება," - განმარტა "დინამო "ბათუმის სპონსორმა, არჩილ ბერიძემ.

გუშინ საჩხერესის "ჩიხურასთან" თამაშის შემდეგ, არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ  სავარაუდოდ დავტოვებდა ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში