62-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 20-ს აღემატება.
მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია. ხანძარი გაზის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქებამ მატარებლის სამი ვაგონი გაანადგურა.
„როიტერის“ ცნობით, მგზავრთა ნაწილი მატარებლის ფანჯრებიდან გადახტომის შედეგად დაიღუპა.