წმინდა სინოდის სხდომა 12 საათზე იწყება

31 ოქტომბერი 2019, 10:34 2178 ნახვა

ათ თვიანი პაუზის შემდეგ, საპატრიარქოში სინოდის სხდომა წელს პირველად გაიმართება. სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ორი დღის წინ მიიღო. ის 12 საათზეა ჩანიშნული. სხდომის დანიშვნას წინ უძღოდა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის საჯარო განცხადებები, რომ მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას  გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური სთხოვდნენ. განცხადებიდან რამდენიმე დღეში იაკობი ქორეპისკოსობიდან გადადგა. 

სხდომას  ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება.

მეუფე იაკობის განცხადების შემდეგ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ცდილობდნენ პატრიარქის გადაყენებას, სინოდის სხდომის მიმართ ყურადღება გაზრდილია. განიხილება თუ არა სხდომაზე მეუფე იაკობისა და ე.წ. ციანიდის საქმეები ჯერ უცნობია. 

როგორც პატრიარქის მდივანმა განაცხადა, სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა საკითხების განხილვა. 

მთავარი პროკური მეუფის სკანდალური განცხადებაზე გამოძიების დაწყების საჭიროებას ვერ ხედავს. შინაგან საქმეთა მინისტრი კი, პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრას მის თანდასწრებით კატეგორიულად გამორიცხავს.

გუშინ გიორგი მამალაძის ძმამ, თქვა, რომ თუ 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მისი ძმის საკითხს არ დააყენებენ, პრობლემებზე საჯაროდ ალაპარაკდება. 

''ვიტყვი იმას, რისი თქმაც სურს ჩემს ძმას სინოდზე, რისი თქმაც სურდა, სანამ დააპატიმრებდნენ. მას მანამდე უნდოდა სინოდზე გასვლა, თუმცა უთხრეს, ცოტა ხანი გვადროვეთო და დააპატიმრეს",— ამბობს თორნიკე მამალაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი