მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობიდან გადადგა

28 ოქტომბერი 2019, 13:11 2549 ნახვა

მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.

''ოღონდ მე გადავდექი, მე, არავის არ გადავუყენებივარ, პირადი განცხადების საფუძველზე წავედი. ვიყავი მისული სპეციალურად, რომ მენახა უწმინდესი და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა. ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება. თუმცა, ვრჩები ეპარქიაში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

პატრიარქის ხელმოწერილი ბრძანება საპატრიარქომ გაავრცელა.

მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს TV პირველის ეთერში, ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა. განაცხადა, რომ  პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე "ეჩალიჩებოდნენ".

მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში