აჭარას მკლავჭიდში 2 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს

31 ოქტომბერი 2019, 10:14 1953 ნახვა

ქალთა შორის 21 წლამდე 55 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ნოდიამ მარჯვენა მკლავში პირველი, მარცხენაში კი მეორე ადგილი დაიკავა. ვაჟთა შორის, 21 წლამდე ასაკში კი გულადი ბუკია გახდა 60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზეთა შორის სუკეთესო მკლავჭიდელი მსოფლიოში.

ჩემპიონატი რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში მიმდინარეობს. შეჯიბრება 3 ნოემბრამდე გაგრძელდება და ბათუმელ სპორტსმენებს კიდევ აქვთ მედლების მოპოვების შანსი. ხვალიდან ასპარეზობაში პარა და უფროსი ასაკის სპორტსმენები ჩაერთვებიან.

ჯამში საქართველოს ანგარიშზე 40 მედალია, მათ შორის 19 ოქროს, 13 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი