კელი დეგნანი - აშშ ელჩი საქართველოში

30 ოქტომბერი 2019, 20:10 1511 ნახვა

მალე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები შესაძლოა ახალმა ელჩმა წარმოადგინოს. ამ პოზიციაზე დონალდ ტრამპმა კელი დეგნანი წარადგინა. იგი სიტყვით სენატში უკვე გამოვიდა და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაც გამოუცხადა. დეგნანი კარიერული დიპლომატია. იგი ამ დროისთვის აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველია.

იყო იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე და კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.თეთრი სახლის ოფიციალური ცნობებით 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი მუშაობდა ნატოში (ბელგია), ანკარაში (თურქეთი) და ა.შ. მას მიღებული აქვს Northwestern University​-ის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ასევე, სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი