ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - მნიშვნელოვანია ახალგორის გადასასვლელზე შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოიხსნას

30 ოქტომბერი 2019, 12:29 1089 ნახვა

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრის შემდეგ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაცხადა, რომ  ახალგორთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას.

გავრცელდა განცხადება ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს თანადგომა გამოუცხადა. მათი  განცხადებით, მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ადასტურებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მკაცრად შეზღუდვის ზეგავლენას. ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს და გარდაიცვალა,  ოჯახს სურდა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლებამ არ გაუშვა.

ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბრიდანაა დაკეტილი.ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი პასუხია სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი