თეოლოგი მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას კათალიკოს-პატრიარქს აკისრებს

28 ოქტომბერი 2019, 12:27 1631 ნახვა

,,იგი სამარცხვინოდ   ესვრის  ტალახს მრევლს , საკუთარ ძმებსა და სახელმწიფოს“ -ასე შეაფასა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა,   გადაცემა   ,,კვირის მთავარში“   ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებები. თეოლოგი აცხადებს, რომ  ეს არის გაბრაზებული, იმედგაცრუებული  ადამიანის ქმედება, ასევე რევანშისტული შურისძიება თავისი კოლეგების მისამართით. თეოლოგის თქმით, მეუფე იაკობი ცდლობს სახელმწიფოს დისკრედიტაციას.

ტიგინაშვილს მიაჩნია, რომ ქორეპისკოპოსის შერაცხადობის საკითხი უდნა შეისწავლოს სპეციალისტებმა და თუკი   იგი ვერ დაადასტურებს საკუთარ ბრალდებებს, უნდა დატოვოს მღვდელმთავრის თანამდებობა. რაც შეეხება სინოდის სხდომას, რომელიც ორჯერ უკვე არ ჩატარდა, თეოლოგი აცხადებს, რომ კრიზისი სახეზეა და ნათლად ჩანს, რომ ეკლესიას მართავს არა ეპისკოპატი და კრებსითი ნება, არამედ საპატრიარქოს ადმინისტრაციის სამდივნო და მენეჯმენტი.  გიორგი ტიგინაშვილმა თქვა, რომ გარდა ციანიდის სკანდალისა, ეკლესიაში ძალიან მძიმე ზნეობრივი მოცემულობაა, რაზეც სინოდს მოუწევს რეაგირება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი