„ერთი დღე ჯარში“ - პროექტის ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ჟურნალისტები, საბრძოლო მომზადების ცენტრის მიზნებსა და ამოცანებს გაეცნენ და სასწავლო რაიონში ასეულის თავდასხმითი ოპერაციის აღსრულების პროცესსაც დააკვირდნენ. ასევე გაეცნენ წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის ინფრასტრუქტურასა და სამუშაო პროცესს მოისმინეს ინფორმაცია, სამომავლო გეგმებზე, განხორციელებულ საქმიანობასა და ცენტრის განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე.
რეგიონული მედიის წარმომადგენლების „ერთი დღე ჯარში“ გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სტუმრობით დასრულდა, სადაც მათ სერტიფიკატები გადაეცათ.