იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანა დოლიძის წინააღმდეგ

25 ოქტომბერი 2019, 18:32 1936 ნახვა

ახლა ჯერი სალომე ზურაბიშვილზეა რა გადაწყვეტილებას მიიღებს  იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევის შესახებ. „ეს არის ლაკმუსის ტესტი პრეზიდენტისთვის“ - ამბობს თავად ბრალდების ადრესატი. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი მის ირგვლივ მიმდინარე პროცესს  პოლიტიკურ დევნად აფასებს, რისი მიზეზად მანკიერ სისტემასთან მის ბრძოლას ასახელებს.

ანა დოლიძე განმარტავს, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ვერ არჩევენ საზოგადოებრივ აქტიურობას პოლიტიკურისგან, აქედან გამომდინარე კი, მათი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პრეზიდენტისადმი მიმართვას მხარს უჭერენ საბჭოს მოსამართლე წევრები.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი