პოლიეთილენის პარკები, ერთჯერადი ჭიქები, პლასტმასის ბოთლები, კონსერვის ყუთები - მსგავსი სახის ნარჩენებს მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე უხვად შეხვდებით.
მყინვარზე, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს, ნაგვის ურნები განთავსებული არ არის, ვინაიდან ტერიტორიიდან ნაგვის სისტემატური გატანა, ბუნებრივი პირობების გამო, შეუძლებელია.
მყინვარწვერი ყველა გემოვნების ადამიანს იზიდავს. აუცილებელი არაა იყო მთამსვლელი ან მეკლდეური, რომ ამ საოცარ მწვერვალზე შედგათ ფეხი. ვიზიტორების სიმრავლეზე მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე არსებული ნაგვის ოდენობაც მეტყველებს.
ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერის მისასვლელ ბილიკს პერიოდულად აქციებით ასუფთავებენ. დასუფთავების აქციაში ასევე ჩართულები იყვნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების სამსახურის, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები.
ყაზბეგის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 78 543,4 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის 35% ტყითაა დაფარული; დანარჩენი ტერიტორია კი, ალპურ იალაღებს, მორენებს, თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და კლდეებს უჭირავს.
ეროვნული პარკი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1,400 მ-ზე მდებარეობს.