აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვალ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებზე კენჭისყრა გაიმართება - სავარაუდოდ დეპუტატები კენჭს უყრიან „ქართული ოცნების“ ფრაქციების მიერ დასახელებულ კანდიდატებს.
საია კი განცხადებას ავრცელებს და პირდაპირ მიუთითებს, რომ კვოტირების სისტემა და მაუწყებლის შესახებ კანონი ირღვევა. კანონის დარღვევაზე საუბრობენ მედიაექსპერტები და სხვა იურისტებიც.
პროცედურებიდან გამომდინარე სხდომის საერთოდ გადადებას მოითხოვს ნაციონალური მოძრაობა.