სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა შემთხვევები გაზრდილია, გამოძიება კი არაეფექტური - EMC 

23 ოქტომბერი 2019, 10:42 1603 ნახვა

EMC-ს მონიტორინგის შედეგად  იკვეთება, რომ სამუშაოების წარმოებებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და მომხდარ შემთხვევებზე ეფექტიანი გამოძიება კვლავ გამოწვევად რჩება. 

2018 წლის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ წინა წლებთან შედარებით, საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.

შშს მონაცემებით საწარმოში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა: 

2016 წელს - 133 უბედური შემთხვევა 

2017 წელს - 163 უბედური შემთხვევა

2018 წელს - 258 უბედური შემთხვევა

2018 წელს სამუშაოს შესრულების დროს, საწარმოებში დაიღუპა 59 ადამიანი, ხოლო დაშავდა 199.   2019 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით მაღალია: დაშავებულია 71 პირი, ხოლო გარდაცვლილია 25 ადამიანი.

EMC- მონიტორინგით გამოიკვეთა, რომ ამ საქმეებზე გამოძიება არ არის ეფექტური. გამოძიების დაწყების მიუხედავად, საკმაოდ დაბალია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და საქმის სასამართლოში წარმართვის მაჩვენებელი.

კერძოდ, 2018 წელს, 224 საქმეზე დაიწყო გამოძიება, საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა კი, მხოლოდ 35 საქმე განიხილეს და მათგან მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. 

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში საქმეთა 69% საპროცესო შეთანხმებების გაფორმებით სრულდება და სახელმწიფო კვლავ არ ირჩევს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი