მაჩალიკაშვილის საქმე - პროკურატურაში ვახტანგ გომელაური გამოკითხეს

22 ოქტომბერი 2019, 20:00 1621 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები პროკურატურაში გამოკითხეს - ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რადგან ვახტანგ გომელაური ახლა უკვე შინაგან საქმეთა მინისტრია.

საქმე პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას ეხება. მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისთვის არაა მნიშვნელოვანი, თუ ვის დაკითხავენ სპეცოპერაციის საკითხზე, მისთვის მთავარია სახელმწიფომ საკუთარი დანაშაული აღიაროს.

ცნობისთვის პარლამენტში უმცირესობა საპარლამენტო კომისიის შექმნასაც ითხოვს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. უმრავლესობაში კი ამბობენ რომ ნებისმიერი პირის გამოკითხვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალი სტანდარტია და ეს ასე გაგრძელდება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი