კასპში, 7 თვის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარს, მიხეილ დვალიშვილს ბრალი წაუყენეს. დვალიშვილი გორის პოლიციაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. მას ბრალი არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სქესობრივი კონტაქტის გამო წაუყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.
შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა, 21 მაისს დააკავეს.