დააკავეს 17 წლის დედა, რომელსაც სამართალდამცველები ჩვილის მკვლელობაში დებენ ბრალს

22 მაისი 2019, 10:40 6839 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სოფელ აღაიანში არასრულწლოვანი გოგო დააკავა, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. 

"შიდა ქართლის პოლიციის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა,  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით ვერსიით, ბრალდებულმა  კასპში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს." - წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში