ახალი ბულვარის პლაჟის შესაქმნელად ინერტული მასალა ბათუმის კონცხიდან გადააქვთ

22 ოქტომბერი 2019, 13:14 2301 ნახვა

ძველი ბათუმის სანაპირო ზოლში ტექნიკა მუშაობს, რომელიც ზღვიდან ინერტულ მასალას იღებს.  სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.  როგორც  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუმარტეს, ამ ეტაპზე  სანაპირო ზოლზე სატვირთო ავტომობილებისთვის  დროებითი გზა იჭრება. ამ გზით სატვირთო ავტომობილებმა, ზღვიდან ამოღებული ინერტული მასალა ახალ ბულვარში უნდა გადაიტანონ, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ქვიშა-ხრეში ბათუმის კონცხიდან  ახალ ბულვარში პლაჟის შესაქმნელად უნდა წიაღონ. 

როგორც უწყების პრესსამსახურში ამბობენ, მათ სამუშაოების ჩასატარებლად  ნებართვები აქვთ 'შეთანხმებული, როგორც ბათუმის მერიასთან, ასევე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან'. 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,  ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში,  ახალ ბულვარში უკვე მოეწყო ნაპირსამაგრი ჯებირი. ახლა პლაჟის მოწყობის სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს,მისი ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია. 

აჭარის მაუწყებელი აზუსტებს შესაბამის უწყებებთან, რა კვლევებისა და რომელი სპეციალისტების რეკომენდაციების  საფუძველზე მიიღო უწყებამ ეს გადაწყვეტილება. 

ფოტო: კობა ფარტენაძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი