ანა დოლიძე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს

22 ოქტომბერი 2019, 12:08 1204 ნახვა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე არ შეუშვეს. ანა დილიძის თქმით, მანდატურის სამსახურმა განუმარტა, რომ დარბაზში ადგილი არ იყო  და  მას სხდომაზე დასწრება დარბაზში არსებულ ე.წ აივანზე შესთავაზა.

დოლიძის შეფასებით, ეს არის მცდელობა რომ გიორგი მიქაუტაძეს კომფორტი შეუქმნან. კომიტეტის სხდომათა დარბაზში შესვლას კიდევ ერთი მოქალაქე ითხოვდა, მას გიორგი მიქაუტაძესთან კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი