მოსახლეობა გოგოლის ქუჩის კეთილმოწყობას ითხოვს

21 ოქტომბერი 2019, 12:52 1686 ნახვა

ბარცხანაში მოსახლეობა გოგოლის ქუჩის კეთილმოწყობას ითხოვს. მძღოლები, რომელთაც ყოველდღიურად გადაადგილება გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უწევთ ამბობენ, რომ ავტომობილები მუდმივად უზიანდებათ.

მოსახლეობის თქმით, აწუხებთ მტვერი, მდგომარეობა კი რთულდება უამინდობის დროსაც. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ  წელს გოგოლის ქუჩის რეაბილიტაცია არ იგეგმება და ქუჩა მხოლოდ დროებით შეკეთდება. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი