დააკავეს ორი პირი, რომლებმაც 19 წლის გოგო მოიტაცეს

15 ოქტომბერი 2019, 11:56 9896 ნახვა

პოლიციამ დააკავა ორი მამაკაცი, რომლებმაც 19 წლის გოგო მოიტაცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზრახველთან ერთად, გოგო გარდაბნიდან ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა. ახალგაზრდა ქალმა გაქცევა შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ გოგოს ცოლად შერთვა სურდა. 

სამართალდამცველებმა მამაკაცები თბილისში დააკავეს.

''ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს''- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი