ჩაქვში მიმავალ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

13 ოქტომბერი 2019, 23:17 4466 ნახვა

ბათუმი ჩაქვის გვირაბთან ახლოს, ჩაქვის  მიმართულებით მიმავალ ჯიპის ტიპის ავტომობილის წინა ნაწილი დაიწვა. ცეცხლი მანქანას მოულოდნელად გაუჩნდა. 

მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც ალმოდებული მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

მისი ვარაუდით, ცეცხლი ავტომობილის ელექტროობას გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდა. ცეცხლმოკიდებული მანქანა მალევე ჩააქრეს.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 187 მუხლის  მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი