თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში - დღე მეხუთე

13 ოქტომბერი 2019, 20:20 2224 ნახვა

მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ სირიის ჩრდილოეთი  და თურქეთის ხელისუფლების მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციაა, რომლის შედეგად, 200 ათასი ადამიანი იძულებული გახდა ქალაქების - თელ-აბიადისა და რას-ელ-აინის გარეუბნები დაეტოვებინათ.

ამ დროისთვის, დევნილთა ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია. ამის შესახებ საუბარია გაეროს ოფისის ანგარიშში, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს უწევს კოორდინაციას. გარდა ამისა, რეგიონში შექმნილია კრიტიკული ვითარება წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, 400 ათასზე მეტ ადამიანს წყლის მიწოდებაზე პრობლემა შეექმნა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა მოხდა სამედიცინო ბანაკზეც, რომელიც ქალაქ რას-ელ-აინთან მდებარეობს საბრძოლო მოქმედებების გამო დაზარალებულთათვის. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სირიის მხრიდან თურქეთის ტერიტორიების დაცხრილვის გამო, 18 ადამიანი დაიღუპა, 147 - დაშავდა. მისივე ინფორმაციით, თურქეთის არმიამ სირიაში 490 ტერორისტის განადგურება შეძლო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში