საზაფხულო სკოლა ბსუ-ში

06 სექტემბერი 2016, 00:00 4266 ნახვა

''ენების კვირეული ბსუ-სთან ერთად” - საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში უკვე მეორედ იმართება. მოსწავლეებისთვის ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების ინტენსიური კურსი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კურსი საგანმანათლებლოსთან ერთად გასართობ აქტივობებსაც მოიცავს. პროექტში მონაწილეობას ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები იღებენ. პროგრამას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად “მშვიდობის კორპუსის“ ამერიკელი მოხალისეები უძღვებიან.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში