ამერიკა მზად არის  ანკარას ახალი სანქციები დაუწესოს ეთნიკური წმენდის შემთხვევაში

11 ოქტომბერი 2019, 18:34 1860 ნახვა

ათი ათასობით დევნილი, ათობით დაღუპული და დაშავებული - ასეთი სურათია თურქეთის სამხედრო ოპერაციის მესამე დღეს.  თურქული მხარის ინფორმაციით, სირიელი ქურთების სამიზნეებზე საჰაერო და საარტილერიო დარტყმები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

სამხედრო ოპერაციის გამო ოფიციალური ანკარა ევროპაში მკაცრად გააკრიტიკეს. საფრანგეთი სამხედრო ოპერაციის განსახილველად ანტიტერორისტული კოალიციის საგანაგებო სხდომის გამართვას ითხოვს. ამერიკა მზად არის  ანკარას ახალი სანქციები დაუწესოს ეთნიკური წმენდის შემთხვევაში. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თურქეთის მიერ სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით მათ სამი არჩევანი აქვს. რაზე საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში