თბილისის აეროპორტში 23 კილო მარიხუანა აღმოაჩინეს 

11 ოქტომბერი 2019, 14:57 1289 ნახვა

თბილისის აეროპორტში 23 კილოგრამი „მარიხუანა“ აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული საშუალება ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ბარგის რენტგენო-სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად იპოვეს. 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი