იაპონიას ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება - საქართველოს საგარეო უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს 

11 ოქტომბერი 2019, 09:42 26904 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი ტაიფუნის შესახებ აფრთხილებს. ​კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. 

,,გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, წამში 50-დან 70 მეტრამდე ქარის სიჩქარით მოძრავი „ჰაგიბისი“ თავისი მასშტაბით შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობას მოსახლეობის უსაფრთხოებისთვი შსაბამისი ზომების მიღება დაავალა. ავიაკომპანიებმა უკვე გააუქმებს  შაბათ-კვირას დანიშნული 800-ზე მეტი რეისი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში