უვადო მოსამართლეობის კანდიდატის ზაზა თავაძის მოსმენა

10 ოქტომბერი 2019, 20:09 1273 ნახვა

შალვა თადუმაძის შემდეგ, უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი განხილვის საგანი გახდა ზაზა თავაძის შემთხვევაშიც. იგი მეორე მაღალი თანამდებობის პირია, რომელსაც გენერალური პროკურორის მსგავსად, ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოდან სურს უზენაესში გადასვლა. ამბობს, რომ არარჩევის შემთხვევაში საკონსტიტუციოში აღარ დაბრუნდება. თავაძეს პარლამენტში იურიდიულ კომიტეტზე დღეს მოუსმინეს.

მთავარი კითხვები კი მის განათლებასთან ერთად, შემოსავლების შესაძლო დამალვას უკავშირდებოდა. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, თავაძის ოჯახის ფინანსური მდგომარეობა იმ გახმაურებულ ფაქტებთანაა კავშირში, როგორებიცაა ე.წ. კაბელების, რუსთავი 2-ის და გიგი უგულავას საქმეები.

ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს დროში საეჭვოდ ემთხვევა. ბრალდებებს უარყოფს ზაზა თავაძე.

სხვათაშორის იგი საკონსტიტუციომდე, 2008-2010 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. სწორედ აქედან გამომდინარე დასვა დღეს გიგა ბოკერიამ შეკითხვა - როგორ ახერხებს „ქართული ოცნება“ ერთდროულად 9 წელი ნეგატიურად შეაფასოს, იმ პერიოდის მინისტრის მოადგილის მიმართ კი განწყობა პოზიტიური ჰქონდეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში