ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა

10 ოქტომბერი 2019, 17:50 1634 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-5 ჩოგანი დომინიკ ტიმი იყო ,რომელთანაც ნიკამ შეხვედრა ორ სეტში 3:6, 4:6 წააგო. დაპირისპირება საათსა და 18 წუთს გაგრძლელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაიში რადუ ალბოტი და ბენუა პერე დაამარცხა, რის შემდეგ 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ლაივ რეიტინგში კი 2 საფეხურით დაწინაურდა და ამ დროისთვის ნიკა 24-ე პოზიციას იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი