შალვა თადუმაძის მოსმენა ხმაურის ფონზე ახლაც გრძელდება. გენერალურმა პროკურორმა დღეს განაცხადა, რომ სამომავლოდ თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს.
სადავო დიპლომთან ერთად ოპოზიციამ დღეს შალვა თადუმაძის განათლებაც ეჭვქვეშ დააყენა და მას არაერთ უხერხულ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. კითხვები ლიტერატურაზე, მითოლოგიაზე და გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე - როგორი არის შალვა თადუმაძის პასუხები კანონმდებლების კითხვებზე.