ანკარა სირიაში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება

08 ოქტომბერი 2019, 20:05 1236 ნახვა

აშშ-ი უსასრულო ომებს გამოეთიშოს და ამერიკელი ჯარისკაცები ოჯახებს დაუბრუნდნენ - ასე შეაფასა  პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა სირიის ჩრდილოეთიდან ამერიკული კონტინგენტის გამოყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

თუმცა თეთრი სახლის მეთაური უფლებას იტოვებს  თვალყური ადევნოს  სიტუაციას იმ ქვეყნებში, საიდანაც გამოჰყავს ჯარი და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში იქ  წესრიგის დასამყარებლად აუცილებლად  დაბრუნდება.

ტრამპი ერდოღანს სირიაში სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში ეკონომიკის განადგურებით ემუქრება. ანკარა კი მუქარების მიუხედავად სირიის საზღვართან სამხედრო ძალასა და ტექნიკას აგზავნის. რუსეთი ორივე მხარეს სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში