აქვს თუ არა საქართველოს გენარალურ პროკურორს უმაღლესი განათლება? ეს დღის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ირკვევა, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში მაშინ ჩააბარა, როცა უნივერსიტეტი დაფუძნებული ჯერ კიდევ არ იყო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის დიპლომი სადავო მას შემდეგ გახდა, რაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობები დაადგინა.