ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოში ორ ქალს ამდენი ხანია „კლანი" ებრძვის და სახალხო დამცველს ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია

08 ოქტომბერი 2019, 15:08 1393 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს აკრიტიკებს  სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს. 

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესში თვალსაჩინო იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ორ ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირება. მთელი პროცესი,  ასევე  ფარული კენჭისყრები და კანდიდატთა ქულებით შეფასება   დამთხვევების მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ წევრებს შორის შეთანხმებებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, თუ როგორი მნიშვნელოვანია სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობა.  სახალხო დამცველის ამ ანგარიშს ნაზი ჯანეზაშვილი გამოეხმაურა, რომელიც ნინო ლომჯარიას  მოუწოდებს დააკონკრეტოს რას გულისხმობს ორ ჯგუფში და გარიგებულ მოქმედებებში,  ჯანეზაშვილის განცხადებით ის, რომ მასსა და ანა დოლიძეს შორის გარიგება არ ყოფილა ეს საბოლოოდ  კენჭისყრის პროცესში გამოიკვეთა როცა  ანა დოლიძემ საერთოდ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

 

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს მიიღოს ცვლილებები, რაც  გამორიცხავს თვითნებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას, უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის აცილების მაღალ სტანდარტს, ღია კენჭისყრას, გადაწყვეტილებების დასაბუთებას და მათი გასაჩივრების შესაძლებლობას. უმრავლეოსბაში ამბობენ  რომ ამ ეტაპზე ცვლილებების აუცილებლობა არ დგას, ეკა ბესელია კი ამ ნაწილში სრულად იზიარებს სახალხო დამცველის მოსაზრებას, ორ ჯგუფთან დაკავშირებული შეფასებითვის კი სახალხო დამცველს  ლევან გოგიჩაიშვილი აკრიტიკებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში დრეს გამოაქვეყნა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი