სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ დეპუტატს მანდატი არ დაუტოვებია

07 ოქტომბერი 2019, 20:41 1363 ნახვა

თამთა თოდაძის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ დაზიანებები ხილულია, ამას კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც ადასტურებს. ამასთან აცხადებენ, რომ ღია ბრალდებების და ფაქტების ფონზე, პოტენციური ბრალდებული, აქამდეც უნდა დაეკავებინათ.

ჯიშკარიანი მედიასთან კონტაქტზე ისევ არ გამოდის. როგორც ითქვა იგი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, თუმცა სხვა დეტალები უცნობია. ჯიშკარიანისთვის ბრალის წარდგენის გარდა, თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მისთვის მანდატის შეჩერებასაც მოითხოვს. უმრავლესობა კი ასე არ ფიქრობს. სკანდალური საქმის მიუხედავად, მიაჩნიათ რომ ჯერ მან მანდატზე უარი არ უნდა თქვას.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი