უმაღლესი საბჭოს ოპოზიციასა და დავით გაბაიძეს შორის ბიუროს სხდომაზე დაწყებული დავა შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს. ანუ მოსამართლეს შესაძლოა მოუხდეს განხილვა რომელ საათზე დაურეკა გაბაიძემ ბაგრატიონს და ითვლება თუ არა ღამით განხორციელებული ზარი ფრაქციასთან კონსულტაციად? უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის ტელევიზიის მრჩევლების შესარჩევად შექმნილი კომისიის მუშაობის შეჩერებას ითხოვს.
მოტივი კი სწორედ კონსულტაცია გახდა, რაზეც ოპოზიცია მიუთითებს, რომ პრაქტიკულად არ გამართულა. თავმჯდომარე დავით გაბაიძე კი წარსულის პრაქტიკას და რეგლამენტში ჩანაწერებს იშველიებს.