დაუკრეფავი მოსავალი - მოსახლეობა ხურმის ექსპორტიორების მოლოდინში

07 ოქტომბერი 2019, 20:10 2187 ნახვა

 ნარინჯისფერ რთველამდე, აჭარაში დღის წესრიგში დგება ხურმის რეალიზაცია - ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლებში ხილის გაყიდვის პრობლემაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ თუ გასულ წლებში მყიდველი პროდუქტის მოსამზადებლად შეთანხმებას სექტემბერში იწყებდა, წელს სოფლებში არავინ გამოჩენილა. როგორც ჩანს საქმე ევროსტანდარტის დაცვაშია, რადგან ერთ-ერთ ექსპორტიორ კომპანიაში გვეუბნებიან, რომ მათ შესაფუთი ხის მასალის განახლება, ან პლასტმასის ყუთების შეძენა დაევალათ.

ეს კი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასობაში ფერმერები ხილის გაფუჭების რისკის წინაშე დგებიან. მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურა ექსპორტზე ძირითადად უკრაინაში გადის, ამასთან იყიდება ქვეყნის შიგნითაც. ჩართულია თუ არა რეალიზაციის ხელშესაწყობად პროცესში მთავრობა და რჩება თუ არა საკმარისი დრო პროდუქციის გადასარჩენად?

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი