დატოვებს თუ არა მმართველი გუნდის რიგებს კიდევ ერთი ოცნების დეპუტატი? ამჯერად შესაძლოა დეპუტატის მანდატზე უარი ვანო ზარდიაშვილმა თქვას. უმრავლესობაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თავად ზარდიაშვილი კი ერთ-ერთ გამოცემასთან აცხადებს, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ.