"რაც 20 ივნისს მოხდა ქაჯობა იყო" - ქუცნაშვილის პირველი განმარტებები ''გავრილოვის ღამეზე''

04 ოქტომბერი 2019, 12:10 1412 ნახვა

ყოფილმა დეპუტატმა  და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა  მედიისთვის ბრიფინგი გამართა. ქუცნაშვილმა 20 ივნისის ღამეს ოპოზიციური პარტიების საქმიანობა გააკრიტიკა,  ასევე, გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლასა და ხელისუფლების შეცდომაზეც ისაუბრა.

ქუცნაშვილმა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში ოპოზიცია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციიის პასუხისმგებლობაა ის, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა. 

ქუცნაშვილმა თქვა, რომ  პასუხისმგსგბელობას არც 20 ივნისის ღამეს დაშავებულ პირებზე გრძნობს. 

"ჩავთვალოთ, რომ ეს მიზეზი გახდა მოსახლეობის გაღიზიანების მიზეზი. ეს მიზეზი დღის 12 საათზე ამოწურული იყო. როცა შენ პარლამენტზე შტურმს ღამის 10 საათზე იწყებ, როცა დელეგაცია საქართველოში საერთოდ არ იმყოფება, მაშინ ეს არის საბაბი და არა მიზეზი.  ოპოზიცია იქცეოდა არაპატიოსნად და იყენებდა საზოგადოების გულწრფელ ემოციას იმისთვის, რომ  ძალაუფლება ჩაეგდო ხელში. მე დავთმე ხალხის მოცემული მანდატი, მაგრამ არ ვაპირებ დავთმო სიმართლე" - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ყოფილმა დეპუტატმა დღეს ბრიფინგზე სიტყვა ქაჯობა რამდენჯერმე გამოიყენა საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის მიმართ. მისივე თქმით, აქცია ორგანიზებული იყო ოპოზიციის მიერ და პასუხისმგებლობა სწორედ მათ უნდა აიღონ. 

"ის, რაც 20 ივნისს მოხდა, იყო ქაჯობა.მაშინ  როცა შეგიძლია გამოიყენო  ერთადერთი ინსტრუმენტი - დიპლომატიისა საერთაშორისო ფორუმების სახით, მას არბევ, ეს ქაჯობაა ჩემი აზრით და მე ამ პოზიცია არ შევცვლი. პასუხისმგებლობაც უნდა მოსთხოვოთ იმ ქაჯებს, ვინც ეს ძალადობა წამოიწყო. ქვეყანა 26 წელია ამ ორგანიზაციის წევრია. ქაჯობაა აბაა რაა, როცა ქვეყანა ხარ დამფუძნებელი წევრი და იმ ორგანიზაციის მთავარი სხდომის ჩატარებას მიიჩნევ შეცდომად. ასამბლეის ჩატარება, რომელიც არის ერთადერთი ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების განხორციელების. მატყუარა მედიის წარმომადგენლები ტირაჟირებდნენ  მხოლოდ ერთ რამეს, რომ ჩამოსული იყო რუსი დეპუტატი და არა ასამბლეის პრეზიდენტი,"- თქვა ყოფილმა დეპუტატმა. 

 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი