აჭარის ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება აქვთ ქართული ღვინო და ჩურჩხელა დააგემოვნონ, ასევე მიიღონ ინფორმაცია საქართველოში მოგზაურობის შესახებ.
გამოფენის პარალელურად ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმადგენლებთან შეხვედრები მიმდინარეობს.