საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება

05 სექტემბერი 2016, 00:00 4122 ნახვა

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემებრს დაიწყება. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე 30 მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან 20 საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღები აღიჭურვება ინვენტარით და ტექნიკით. ასევე ახალი სასწავლო წლისთვის გაიხსნება მე-5 საბავშვო ბაღი, რომელიც 105 აღსაზრდელს მიიღებს. გარდა ამისა, 2 სექტემბერს დაიწყო თანამშრომლების გადამზადება. პროცესი დეკემბრის ბოლოს დასრულდება.ბაღების გაერთიანება 2 ათას 547 თავისუფალ ადგილზე რეგისტაციას გამოაცხადებს.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში