ვინც ''სვეცკურად'' ზემოდან უყურებს ხალხს, რომლებსაც ტრადიციების სჯერა, პუტინის საქმეს აკეთებს - სააკაშვილი 

03 ოქტომბერი 2019, 09:53 1668 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ​ტრადიციულობა და ქართული ღირებულებების პატივისცემა ეს იყო ის, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა.  მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა ფეისბუქგვერდზე  გაავრცელა.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით ის ხალხი, რომელიც ქართულ ტრადიციებსა და მრწამსს დასცინის, პუტინის საქმეს აკეთებს.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე ვიდეომიმართვაში თქვა, რომ საქართველოში კონკორდატი მისი ინიციატივით გაფორმდა. ავტ: (კონკორდატი სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებაა, 2001-2002 წლებში დამტკიცებული). 

''საკაშვილმა ახლა აღმოაჩინა, ახლა გაიღვიძაო – უკაცრავად, საქართველოში კონკორდატი გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როცა მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა. დიახ, მე ვარ ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, ძალიან სერიოზულ, ქართულ ძირძველ ტრადიციებზე. დიახ, არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების საქართველოში, რომელიც დასცინის ყველაფერს ქართულს, აბაიბურებს და რაღაც, ასე სვეცკურად, ზემოდან უყურებს იმ ხალხს, რომელსაც სჯერა თავის ტრადიციებისა და მრწამსის. ვფიქრობ, ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს.

პრაქტიკულად, უგდებს ხელში ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ვასაძეს, ინაშვილს და სხვა პირდაპირ აგენტებს საქართველოს მტრების, იმიტომ რომ არაფერი კავშირი არ არის რუსეთის აგენტები და ჩვენი ფასეულობები, ღირებულებები. ეს არის ის, რითიც ჩვენ ვცხოვრობთ“,- ამბობს სააკაშვილი.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი