ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში. ბობოყვათში მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის დროს ორი მგზავრი დაშავდა. ქობულეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტები, საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ წუთებში მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.