ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა-საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ

01 ოქტომბერი 2019, 18:03 1381 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ, კითხვები მის მიმართ ოპოზიციას აქვს, რა იყო სერგეი ლავროვთან შეხვედრის მიზანი და რა ითქვა ამ შეხვედრაზე, უმცირესობა პასუხების მოსმენას საკომიტეტო ფორმატში ითხოვდა სადაც მეტი მწვავე შეკითხვის დასმაა შესაძლებელი, მაგრამ ბიუროს სხდომაზე გადაწყდა დავით ზალკალიანის მინისტრის საათის ფორმატში დაბარება, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელია.

''ქართულ ოცნებაში'' ოპოზიციის პათოსს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მიუღებლობაზე არ იზიარებენ და აღნიშნავენ, რომ უმცირესობის გაღიზიანება შეხვედრაზე საერთაშორისო თანამეგობრობის დადებითმა დამოკიდებულებამ გამოიწვია.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი