ტყიბულში მეშახტეებს ხელფასი დაურიგდათ - ნათია თურნავა

01 ოქტომბერი 2019, 11:18 1361 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და  მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება სრულად  გაუსტუმრა. 

ნათია თურნავას თქმით, ინვესტორს კიდევ სხვა დაპირებები აქვს შესასრულებელი. 

„ტყიბულში პირადად ვარ კომუნიკაციაში როგორც მეშახტეებთან, ასევე ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. ასევე პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა. ეს საკითხი პრიორიტეტულია და ეს ნორმები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ეკონომიკის მინისტრი ტყიბულში 26 სექტემბერს ჩავიდა, მეშახტეებს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრებს წინ უძღოდა მეხაშტეების პროტესტი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი