საფრანგეთის პოლიციამ ორი ჩოგბურთელი უზბეკი ალბინა ხაბიბულინა და ყირგიზი ქსენია პალკინა დააკავა. ჩოგბურთელებს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას ედავებიან. ინფორმაციას ''ტენის ტემპლი'' ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ეს დაპატიმრებები არის ნაწილი იმ მსხვილი გამოძიებისა, რომელიც ფრანგულ ტურნირებზე ჩაწყობილ მატჩებს შეეხება.
ხაბიბულინისა და პალკინას მატჩებს პირველებმა ყურადღება ბრიტანელმა ბუკმეიკერებმა მიაქციეს, რომლებმაც აღნიშნეს ფსონების ანომალიური რაოდენობა დაიდო მათ მატჩებზე. ჩოგბურთელები წინასწარ განზრახული შედეგით ამთავრებდნენ სეტებს.
ხაბიბულინა და პალკინა მოიხსნა იტფ-ის შემდეგი ტურნირიდან ,სადაც ჩოგბურთელებს წყვილში უნდა ეთამაშათ.