ცვლილება აჭარის კონსტიტუციურ კანონში - საყოველთაო განხილვა იწყება

29 სექტემბერი 2019, 18:25 1124 ნახვა

ხვალიდან აჭარის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო  სახალხო განხილვები იწყება. პირველი შეხვედრა ხვალ ხულოსა და შუახევში  გაიმართება. დასკვნითი შეხვედრა   ბათუმში 7 ოქტომბერს უმაღლესი საბჭოს ახალ  ადმინისტრაციულ  შენობაში გაიმართება.

2020 წელს აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები შერეულის ნაცვლად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ბუნებრივი  ბარიერითა და ბლოკების  გარეშე. ბუნებრივი ბარიერი ამომრჩევლისა და მანდატების რაოდენობის გათვალისწინებით ახლა მოქმედ 5 პროცენტიან მაჩვენებელს თითქმის უტოლდება.

საკითხი ქართული ოცნების  დეპუტატების მიერაა ინიცირებული, მანამდე უმაღლეს საბჭოს რეგიონში მოქმედმა 8 ოპოზიციურმა პარტიამ  მიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი