მამუკა ხაზარაძე: ვალების განულების პროგრამაში კომპანიები რეკეტით ჩართეს

26 სექტემბერი 2019, 13:34 1381 ნახვა

ფინანსთა მინისტრი „ლელოს“ დამფუძნებელს სიცრუეში ადანაშაულებს. ივანე მაჭავარიანმა მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ ვალების განულების პროგრამაში ჩართვაზე კომპანიების რეკეტი მაჭავარიანის კაბინეტში ხდებოდა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ვალების განულების პროცესი გამჭირვალედ მიმდინარეობდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს კომპანიებთან, განხორციელდა თუ არა მათზე ზეწოლა. ივანე მაჭავარიანის თქმით, ვინც ამ ვალების ჩამოწერის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, შედეგი იყო პოზიტიური.

რადგან, მისი თქმით, იყო დიდი კომპონენტი უიმედო ვალების, რომლების ამოღება პრაქტიკულად ვერ ხდებოდა და აბსოლუტურად ყველას კომპენსირება მოხდა ერთი და იგივე განაკვეთით, რომ არ ყოფილიყო სპეკულაციები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი