უკრაინული თეატრალური დასის გასტროლები ბათუმში

26 სექტემბერი 2019, 10:04 1779 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა  უკრაინულ დასს უმასპინძლა. ბათუმში ქალაქ მუკაჩოვის დრამატული თეატრის მსახიობები ჩამოვიდნენ. ისინი აჭარას თეატრების შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ფორმატში ეწვივნენ.

უკრაინელმა მსახიობებმა საგასტროლო ვიზიტის ფარგლებში ბათუმის თოჯინების თეატრში ორი სპექტაკლი ითამაშეს.

იმავე  სპექტაკლებით დღეს ქალაქ მუკაჩოვის დრამატული თეატრის მსახიობები მოზარდ მაყურებელთა წინაშე ხულოს თეატრში წარსდგებიან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი