არჩვი, ფსიტი (ლათ. Rupicapra rupicapra) — ჩლიქოსანი ცხოველი გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და კავკასიის მთებში, საქართველოში — კავკასიონზე, თრიალეთის, გურია-აჭარისა და ლიხის ქედებზე.
ცნობილი ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური არჩვი (Rupicapra Caucasica), რომელიც იკვებება ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით.