სამშენებლო გამოფენა დასრულდა

03 სექტემბერი 2016, 00:00 4473 ნახვა

სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ბათუმში დასრულდა. მონაწილე კომპანიებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში მომხმარებელს საკუთარ პროდუქციას სთავაზობდნენ სერთიფიკატები გადაეცათ. გამოფენის დასკვნითი დღეზე მხოლოდ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. პროდუქციის მწარმოებელ და დეველოპერულ კომპანიებს ბიზნეს ურთიერთობების დასამყარებლად ორი დღე ჰქონდათ. გამოფენის მტავარი მიზანი ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისთვის ურთიერთთანამშრომლობის შანსის მიცემა და რეგიონში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაა. გამოფენა უკვე მეხუთედ ჩატარდა და მასში ამჯერად რამდენიმე ქვეყნის 30 კომპანია მონაწილეობდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი